Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, ოსასუნასთან გამარჯვება ბარსელონასთვის ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-4 იყო.
კატალონიურმა კლუბმა მეტოქეს 2:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც რეალს შეხვდება.
ეს გამარჯვება ჩავის გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა და გუნდმა მიჯრით ოთხი მატჩი სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო.
წინა სამ შეხვედრაში ბარსელონამ თასზე ბარბასტრო (3:2), ლა ლიგაში კი ლას პალმასი (2:1) და ალმერია (3:2) დაამარცხა.
საინტერესოა, რომ გუშინდელ მატჩში დასრულდა ბარსას მინიმალური გამარჯვებების 20-მატჩიანი სერია. უკანასკნელად, გუნდს 2 ან მეტბურთიანი სხვაობით გამარჯვება სექტემბერში, ანტვერპენთან ჰქონდა მოპოვებული (5:0).
კომენტარები
16 საათის წინ
2 საათის წინ
2 დღის წინ