Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ჟირონასთან ალეიშ გარსიას ტრანსფერზე შეთანხმება სურს.
ლა ლიგის ამჟამინდელი ლიდერის შემტევის ტრანსფერი ბარსასთვის ზამთარშიც პრიორიტეტული იყო, თუმცა მისი გამოსასყიდი 20 მილიონ ევროს შეადგენს, რამაც მოლაპარაკებები შეუძლებელი გახადა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იანვარში ბარსელონამ გარსიას მომავალი ზაფხულის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა. კატალონიელებს იმედი აქვს, რომ ჟირონას ფასს 20-დან 14 მილიონამდე შეამცირებინებენ.
არ გამოირიცხება გარსიას ტრანსფერში ბარსელონას რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაც. ამ ეტაპზე, სამი ვარიანტი განიხილება: პაბლო ტორე ან ერიკ გარსია, რომელიც ჟირონაში ამჟამად იჯარით თამაშობენ, ან ორიოლ რომეუ.
თავად ალეიშ გარსიამ ბარსელონაში გადასვლის სურვილი ხმამაღლა გამოთქვა, რამაც ჟირონას ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.
კომენტარები
1 საათის წინ
14 საათის წინ
18 საათის წინ
24 საათის წინ