Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ხელმძღვანელობა ჰანსი ფლიკის კანდიდატურაში დარწმუნებული არ არის.
AS-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ბოსების არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ფლიკს ბაიერნის გარდა არცერთ კლუბში არ უმუშავია და არც საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება აქვს.
ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ ფლიკმა გერმანიის ნაკრებში ვერ გაამართლა, ახლა კი ბარსელონაში მუშაობის სურვილს ზედმეტად აქტიურად გამოთქვამს. კლუბის აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ გერმანელს სხვა ვარიანტები არ აქვს.
როგორც ზემოთხსენებული გამოცემა წერს, ჟოან ლაპორტასთვის გაცილებით საინტერესო და მისაღები ვარიანტი - ბრაიტონის თავკაცი რობერტო დე ძერბია.
კომენტარები
3 საათის წინ
2 დღის წინ
16 საათის წინ