Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა ბრაიტონის მთავარი მწვრთნელით, რობერტო დე ძერბით ინტერესდება.
Marca-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში იტალიელი სპეციალისტის მუშაობას ზედმიწევნით აკვირდებიან. ის ბლაუგრანასთვის კარგ ვარიანტად მიიჩნევა, რადგან მასში გაერთიანებულია ახალგაზრდობა, გამოცდილება და გამარჯვებების წყურვილი.
ასევე წაიკითხე: 5 კანდიდატი - ვინ შეცვლის ჩავის?
თუმცა, ბრაიტონს გრემ პოტერის შემდეგ კიდევ ერთი მწვრთნელის დაკარგვა ნამდვილად არ სურს. ამიტომ, ინგლისურ კლუბს მასთან 2026 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება და გამოსასყიდი თანხის 20 მილიონ ევრომდე გაზრდა სურს.
კიდევ ერთი მწვრთნელი, რომლითაც ბარსა ინტერესდება - მიკელ არტეტაა, მაგრამ არსენალთან შეთანხმება ამ ეტაპზე კიდევ უფრო რთული იქნება.
კომენტარები
17 საათის წინ
3 საათის წინ
1 დღის წინ
34 წუთის წინ