მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ბარსელონამ უკვე შეატყობინა სპორტულ აგენტ ჟორჟე მენდეშს, რომ კლუბს ჟოაო ფელიქსისა და ჟოაო კანსელოს შენარჩუნება სურს.
ლაპორტა და დეკუ გეგმაზე შეთანხმდნენ, ჰანსი ფლიკმაც აღნიშნულ იდეას მწვანე შუქი აუნთო.
კონკრეტული საუბარი ატლეტიკოსთან და მანჩესტერ სიტისთან ჯერ არ დაწყებულა. ორივე მოთამაშეს ბარსელონაში დარჩენა სურს.
"ჩვენ ფელიქსისა და კანსელოს გუნდში დარჩენა გვსურს, დეკუ მუშაობს ამაზე. ფელიქსის ხარისხი ბრწყინვალეა, მისი სეზონით კმაყოფილი ვარ. ჰანსი ფლიკს ის ბაიერნშიც სურდა." - განაცხადა ლაპორტამ.
ჯერ-ჯერობით უცნობია მადრიდის ატლეტიკოსა და მანჩესტერ სიტის პოზიცია მოთამაშეების გაყიდვასთან ან კვლავ იჯარით გაშვებასთან დაკავშირებით.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
5 საათის წინ
3 საათის წინ
2 დღის წინ