Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მარცხენა ვინგერის პოზიციის გაძლიერება სურს და მის რადარზე 3 მოთამაშეა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ზაფხულში შეტევაში პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშავებს და მარცხენა ვინგერის შეძენას შეეცდება.
ბლაუგრანას სიაში შემდეგი მოთამაშეები არიან:
ხვიჩა კვარაცხელია - ქართველი გასულ სეზონში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა დააგროვა და ნაპოლის სერია ა-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა. პარტენოპეიმ სტაბილურობა დაკარგა, მაგრამ კვარა გუნდში კვლავ გამორჩეულია.
შემტევს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სწორედ ბარსელონას დაუპირისპირდება. კატალონიელებისთვის პრობლემა შესაძლოა მისი ნაპოლისთან გრძელვადიანი კონტრაქტი (2027) იყოს.
გაბრიელ მარტინელი - მორიგი ვარიანტი სწორედ ბრაზილიელია. ის არსენალის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა ბოლო წლების განმავლობაში და მოედნის ბოლო მესამედში პროდუქტიულობით გამოირჩევა.
არსენალის კარგი შედეგების უკან ხშირად მარტინელის პერფორმანსები დგას, მაგრამ ხვიჩას მსგავსად მისთვის გასული სეზონი უკეთესი იყო.
გაბრიელსაც ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ბარსელონას სერიოზული მუშაობა მოუწევს.
კაორუ მიტომა - ბარსელონას გეგმა C იაპონელი ფეხბურთელია, რომელიც ბრაიტონის ვარსკვლავია.
ის პრემიერ ლიგაში 2022 წელს კავასაკიდან მხოლოდ 3 მილიონ ევროდ გადავიდა და 66 შეხვედრაში 27 გოლში მიიღო მონაწილეობა.
26 წლის მოთამაშე კარიერის პიკშია და მარტინელისა და კვარაცხელიას შესანიშნავი ალტერნატივაა.
ბარსელონასთვის პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ ბრაიტონი ფეხბურთელში ბევრ ფულს მოითხოვს, კატალონიელებმა კი იაპონელი სწორად უნდა შეაფასონ.
კომენტარები
11 საათის წინ
9 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ