Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ძირითადი გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მწყობრში ბრუნდება.
ფეხბურთელმა ზურგის ტრავმა 2023 წლის ნოემბერში მიიღო, ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და ამის გამო 17 მატჩი გამოტოვა.
როგორც კატალონიური პრესა წერს, გერმანელმა მეკარემ სრული რეაბილიტაცია გაიარა და სათამაშოდ 100%-ით მზადაა.
ბარსელონას გეგმის მიხედვით, ტერ შტეგენი მომდევნო ორ მატჩში მიიღებს სათამაშო დროს, რათა ნაპოლისთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებას კარგ ტონუსში შეხვდეს.
ნაპოლის და ბარსელონას პირველი შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, დიეგო მარადონაზე გაიმართება.
კომენტარები
27 წუთის წინ
2 დღის წინ
14 საათის წინ