Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპის განმეორებით მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ ნაპოლის ერთ-ერთი იმედი ვიქტორ ოსიმენი იქნება. ნიგერიელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეეცდება მეტოქის დამწუხრებას და ნაპოლის შემდეგ ეტაპზე გაყვანას.
ნაპოლისთან მატჩის წინ - ლამინ იამალი
ოსიმენს მიმდინარე სეზონში ნაპოლის რიგებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მატჩების სიმცირე ტრავმებითა და აფრიკის თასზე მონაწილეობითაა გამოწვეული.
ბარსელონასთან პირველი მატჩის შემდეგ, სადაც გოლი გაიტანა, ვიქტორმა 4 გოლი მიითვალა, 1 კალიარისთან, 3 კი სასუოლოსთან და ხვიჩასთან ერთად ისიც მშვენიერ ფორმაშია.
ნაპოლისთან მატჩის წინ - რობერტ ლევანდოვსკი
ოსიმენს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ მატჩში კარისკენ 3-ჯერ ურტყამს, საიდანაც 1 ზუსტი არის ხოლმე.
ნიგერიელის საშუალო შეფასება ლიგის ამ გათამაშებაში 6.98 არის.
ასე და ამგვარად, ნაპოლის მთავარი იმედი ბარსელონასთან მატჩში K.O.-ს დუეტი იქნება და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.
კომენტარები
3 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ