Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების და ნაპოლის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, ხვალ, 12 მარტს 23:55 საათზე ბარსელონას შეუტევს.
ნაპოლისთან მატჩის წინ - ლამინ იამალი
გადავხედოთ ქართველი ფეხბურთელის მიმდინარე სეზონის სტატისტიკას.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. განსაკუთრებით კარგ ფორმაში ქართველი ბოლო პერიოდში შევიდა - უკანასკნელ სამ შეხვედრაში კვარას 4 გოლი და 1 ასისტი დაუგროვდა.
ნაპოლისთან მატჩის წინ - რობერტ ლევანდოვსკი
ათივე გოლი კვარამ ამ სეზონში სერია ა-ში გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის შვიდი შეხვედრა მისთვის ჯერჯერობით უგოლო გამოვიდა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ თავის გოლებს კვარა საუკეთესო და ყველაზე გადამწყვეტი მომენტისთვის იტოვებს.
აქამდე გამართულ შვიდ შეხვედრაში კვარამ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ნაპოლის 77-იანი მოედანზე ერთ მატჩში საშუალოდ 83 წუთს ატარებს და საშუალოდ თითოეული შეხვედრისთვის 7.17 შეფასებას იღებს 10-ბალიანი სისტემით.
კარისკენ კვარა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში საშუალოდ 2-ჯერ ურტყამს, რაც ნაკლებია, ვიდრე სერია ა-ში, სადაც ის ერთ მატჩში საშუალოდ 3.8-ჯერ ისვრის კარისკენ.
ფრანჩესკო კალცონას მოსვლის შემდეგ, კვარამ საუკეთესო ფორმა აშკარად აღიდგინა და საკადრო პრობლემებით შესუსტებული ბარსელონასთვის ხვალ მისი შეჩერება ნამდვილი თავსატეხი უნდა იყოს.
კომენტარები
3 საათის წინ
2 დღის წინ
16 საათის წინ