მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბელგიის ნაკრების გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გუნდის მთავარი მწვრთნელით, დომენიკო ტედესკოთი უკმაყოფილოა.
გუშინ, ბელგიელები საკუთარ მოედანზე საფრანგეთთან ერთა ლიგის მატჩში 1:2 დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 76-ე წუთიდან რიცხობრივი უპირატესობით თამაშობდნენ.
მატჩის დროს ტრიბუნაზე მჯდომი გულშემატკივრების ნაწილი ტედესკოს გაშვებას ითხოვდა.
თამაშის შემდეგ, ტედესკომ ამ ფაქტზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს ფეხბურთის ნაწილია. ისინი შედეგით იმედგაცრუებულები არიან და მათი გაგება შემიძლია.
არ ვიცი, შეგვეძლო თუ არა ამ საფრანგეთის წინააღმდეგ უკეთ თამაში. მათი ნახევარდაცვის სიძლიერე დაუჯერებელია, ეს ტოპ-გუნდია." - აღნიშნა ტედესკომ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები