Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯუდ ბელინგემს სურს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისე ითამაშოს, როგორც ეს 2002 წელს ზინედინ ზიდანმა გააკეთა.
მადრიდული კლუბი მაშინაც გერმანულ გუნდს - ბაიერ ლევერკუზენს დაუპირისპირდა, სადაც ზიდანმა გამარჯვების გოლი ულამაზეს სტილში გაიტანა და თავის გუნდს მე-9 თასი მოუტანა.
1 ივნისს, უემბლიზე, რეალი მე-15 ტიტულისთვის იბრძოლებს.
„ზიდანი ჩემი მისაბაძი მაგალითია. ძალიან მინდა, გავიმეორო იგივე, რაც მან რეალთან ერთად თავის პირველ ფინალში გააკეთა.
ძალიან გახარებული ვარ. ჩემი ოჯახი მიყურებდა ტრიბუნებიდან და ამის გამო, გამარჯვების გემო კიდევ უფრო ტკბილია. ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი რეალთან ერთად ძალიან ემოციური იქნება." - აღნიშნა ინგლისელმა ნახევარმცველმა.
კომენტარები
2 საათის წინ
2 დღის წინ
16 საათის წინ
1 დღის წინ