Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
27 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ჩემპიონი ბოლო ექვს სეზონში ექვსი სხვადასხვა მწვრთნელი გახდა.
გუშინ სკუდეტო ოფიციალურად გაინაღდა ინტერის იტალიელმა თავკაცმა, სიმონე ინძაგიმ.
2019 წელს სერია ა მასიმილიანო ალეგრიმ მოიგო (იუვენტუსი), 2020-ში მაურიციო სარიმ (იუვენტუსი), 2021-ში ანტონიო კონტემ (ინტერი), 2022-ში სტეფანო პიოლიმ (მილანი), 2023-ში კი ლუჩანო სპალეტიმ (ნაპოლი).
საინტერესოა, რომ ბოლო სამმა მწვრთნელმა (ინძაგიმ, სპალეტიმ და პიოლიმ) თავიანთი პირველი ჩემპიონობა იზეიმეს. სარისთვისაც ეს პრიზი პირველი იყო.
ექვს სხვადასხვა სეზონში ტიტული ექვს სხვადასხვა მწვრთნელს იტალიაში 50 წელზე მეტია არ მოუგია - უკანასკნელად მსგავსი რამ 1967-1972 წლებში მოხდა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ