სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაიტონის მთავარი მწვრთნელი, ფაბიან ჰიურცელერი მიიჩნევს, რომ მან სიტიში პეპ გვარდიოლას დარჩენა - პრემიერ ლიგისთვის ძალიან კარგია.
როგორც ცნობილია, პეპმა სიტისთან ახალ კონტრაქტზე მოილპარაკა და გუნდში მინიმუმ 2026-მდე დარჩება. ეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში კლუბმაც უნდა დაადასტუროს.
„ეს არის საუკეთესო რამ, რაც პრემიერ ლიგაში შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის იდეებს მუდმივად ფეხბურთისთვის რაღაც ახალი მოაქვს და მის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის რთულია.
ის მუდმივად ადაპტირდება, სულ გააჩნია თავისი ახალი იდეები და ყველანაირი თამაშის მოგება შეუძლია. მიხარია, რომ ის, როგორც იწერება, კონტრაქტს ახანგრძლივებს, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ ბრძოლით ბევრის სწავლა შეგვიძლია. მასთან დაპირისპირება - ძალიან, ძალიან დიდი გამოცდილებაა." - აღნიშნა ჰიურცელერმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები