Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ნაკრებს სან პაულოს უკვე ყოფილი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია თავად ბრაზილიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. სპეციალისტი სელესაოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გაუძღვება.
"ეს პირადი ოცნების ასრულებაა, რაც მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ სან პაოლოში ჩემი შესრულებული სამუშაო დაფასდა. მადლობას ვუხდი ფანებს სიყვარულისთვის და გულშემატკივრობისთვის" - თქვა დორივალმა სან პაოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ცნობილი იყო, რომ დროებითი მწვრთნელის დინიზის გაშვების შემდეგ შეთავაზებას სწორედ დორივალი მიიღებდა.
61 წლის სპეციალისტმა 2022 წელს ფლამენგოს კოპა ლიბერტადორესი მოაგებინა, გასულ წელს კი სან პაოლოსთან ერთად პირველად შეძლო ბრაზილიის თასის მოგება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას კარლო ანჩელოტის მიწვევა სურდა, თუმცა ეს არ გამოვიდა და იტალიელმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
სელესაოს შემდეგი მატჩები მარტში ელის. ბრაზილიელებს ევროპული ტური ექნებათ, სადაც ინგლისსა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
13 დღის წინ
10 დღის წინ