Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური გამოცემა Relevo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, ნაპოლის მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლას განიხილავს.
არ არის გამორიცხული, ვალტერ მაძარი თანამდებობიდან ბარსელონასთან ოთხშაბათის თამაშამდე გაუშვან, ამ ეტაპზე ხელმძღვანელობა ამ ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
დილით ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლები ფრანჩესკო კალცონას დაუკავშირდნენ, რომელსაც მაურისიო სარისთან და ნაპოლის გამჩემპიონებელ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
ამ ეტაპზე, კალცონა სლოვაკეთის ნაკრებს უდგას სათავეში და თუ დათანხმდება, სეზონის ბოლომდე ორივე თანამდებობას შეითავსებს.
ამ სეზონში ნაპოლის უკვე რუდი გარსიამ და ვალტერ მაძარიმ უხელმძღვანელეს, კალცონას მოსვლის შემთხვევაში კი, ის ამ სეზონში გუნდის უკვე მე-3 მთავარი მწვრთნელი გახდება.
Il Napoli sta seriamente valutando di cambiare ancora allenatore.
— Matteo Moretto (@MatteMoretto) February 18, 2024
Walter Mazzarri può essere esonerato prima della sfida di Champions League contro il Barcellona. Ore di riflessione.
In mattinata contatti fitti con Francesco Calzona, attuale CT della Slovacchia. Ha lavorato…
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ