-
Aa
+
ფონტის ზომა
RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი ნიკო უილიამსის დასამატებლად ყველაფერს აკეთებს.
ფრანგული კლუბისთვის ამ ეტაპზე ნიკოსთან შეთანხმება პრიორიტეტულია, თუმცა კონკურენტად ბარსელონა ჰყავს და გარკვეულწილად საქმეს ეს ურთულებს.
ბარსელონაც და პსჟ-ც მზად არიან ნიკოს გამოსასყიდი გადაიხადონ, რომელიც 58 მილიონ ევროს შეადგენს. ამიტომ ერთადერთი, რაც კლუბებს სჭირდებათ, თავად ფეხბურთელის თანხმობაა.
იწერება, რომ პსჟ უმცროს უილიამსს ბარსელონაზე ორჯერ დიდ ხელფასს სთავაზობს.
ნიკო უილიამსის გარდა, პარი სენ-ჟერმენი ჯეიდონ სანჩოს კანდიდატურასაც განიხილავს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები