Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანულ პრესაში ჩაბი ალონსოს მომავალზე ახალი ვარაუდი ვრცელდება.
ჟურნალისტ კრისტოფერ მიჩელის თქმით, ჩაბი ალონსომ შესაძლოა ბაიერნი და ლივერპული უარით გაისტუმროს და ლევერკუზენში დარჩენა კიდევ ერთი ან ორი სეზონით განიხილოს.
ესპანელის ოცნება მადრიდის რეალში მუშაობაა და მზადაა სამეფო კლუბს დაელოდოს. თავის მხრივ მადრიდელებსაც კარლო ანჩელოტის შემცვლელად გონებაში სწორედ ალონსო ჰყავთ.
მიუნხენში ან მერსისაიდში გადასვლის შემთხვევაში კი ის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩაწერის ვარიანტს განიხილავს, რათა რეალში გადაბარგება ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს.
ჩაბის გაწვრთნილი ლევერკუზენი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, მისით კი დაინტერესებული ბაიერნი და ლივერპული არიან, რომელთაც სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელები, ტომას ტუხელი და იურგენ კლოპი, ტოვებენ.
კომენტარები
9 საათის წინ
18 საათის წინ
16 საათის წინ
9 საათის წინ