Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ეჭვობს, რომ რომელიღაც ფეხბურთელს გასახდელიდან ინფორმაციები მედიაში გააქვს.
ამის შესახებ ჟურნალისტმა ჩავი მიგელმა El Chiringuito TV-ს ეთერში განაცხადა.
„უკვე ორი თვეა გასახდელში "თხუნელას" ეძებენ. ყველაფერი რაც მედიაში იწერება - სიმართლეა, ეს პრობლემა ახალიც აღარაა. ჩავის თავიდანვე ეს ჰქონდა მიზნად - იპოვოს ის, ვისაც გასახდელიდან ინფორმაცია გარეთ გამოაქვს.
სრული სიგიჟეც მომხდარა - ჩავიმ მთელი სამწვრთნელო შტაბი და მრჩეველები შეკრიბა და ყველას უბრძანა, ტელეფონები მაგიდაზე დაედოთ. შემდეგ, მან სათითაოდ ყველას შემოწმება დაიწყო, WhatsApp-ებს ამოწმებდა. უნდოდა ენახა, ჰქონდა თუ არა ვინმეს კონტაქტი ჟურნალისტებთან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამსწრეების თანხმობით ხდებოდა.
ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ თხუნელა სამწვრთნელო შტაბშია. ეს ყველაზე მეტად ართულებს სიტუაციას. ჩავის ბოლო შეხვედრებს მწვრთნელებიდან სხვა აღარავინ ესწრებოდა. მხოლოდ ჩავი და ფეხბურთელები. ასეთი შემთხვევა უკვე სამი იყო.
ჩავიმ თავადაც დაურეკა ჟურნალისტს და ჰკითხა, ვინ არის მისი ინფორმაციის წყარო. რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა არ უპასუხა, რადგან ამის უფლებაც არ ჰქონდა. ეს ერთი თვის წინ მოხდა. სიტუაცია საშინელია. არსებობს უნდობლობა, ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბს არ ენდობიან. ჩავიმ კი, "თხუნელა" ჯერ კიდევ ვერ იპოვა." - აღნიშნა მიგელმა.
კომენტარები
9 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ