Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩავიმ კადისთან მოახლოვებულ ლა ლიგის მატჩზე ისაუბრა.
„კადისმა ბოლო ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი დათმო, ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, სასწორზე მათი სიცოცხლე დგას.
რთული მატჩი გველის. კადისი დალაგებული, აგრესიული გუნდია სწორხაზოვანი ფეხბურთით, ამიტომ გაგვიჭირდება. საუბარია სამ აუცილებელ ქულაზე, თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბოლომდე გვინდა დარჩენა.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელსაც თუ ვერ მოვიგებთ, ჩემპიონატი შეგვიძლია პირდაპირ დავამთავროთ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. რთული იქნება, მაგრამ თეთრი პირსახოცის გადმოგდებას არ ვაპირებთ.
თუ წავაგებთ, კლასიკოს აზრი დაეკარგება. ვნახოთ, რა მოხდება. არამგონია, ამ შემთხვევაში გუნდის დამატებითად მოტივირება მჭირდებოდეს." - აღნიშნა ჩავიმ.
მატჩი კადისი - ბარსელონა ხვალ, 13 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ