Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გამოცემა ESPN-ს ინფორმაციით, ბარსელონას ფეხბურთელები ჩავისადმი ნდობას კარგავენ.
ფეხბურთელებს შორის, მწვრთნელის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, ჯერ კიდევ რეალთან სუპერთასის ფინალში განადგურებამდე შეიქმნა. მოთამაშეები უკვე რამდენიმე კვირაა ჩავის მიდგომას ეჭვქვეშ აყენებენ და მისი მეთოდებით იმედგაცრუებულები არიან.
ჩავის გარემოცვა, თავის მხრივ, არ არის გაკვირვებული და ინარჩუნებს პოზიციას, რომ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილო სულ შეიძლება იყოს. თუმცა, შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჯერ კიდევ მწვრთნელის მხარდამჭერია.
თავის მხრივ, ხელმძღვანელობა უარყოფითი თამაშისა და შედეგების გამო, ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამ ეტაპზე, ჩავის სეზონის ბოლომდე გათავისუფლება არ ემუქრება. თუმცა, თუ ესპანელი სპეციალისტი რაღაც ეტაპზე თავად წავა, ან სეზონის ბოლოს კარისკენ მიუთითებენ, ბარსაში დანიშვნის მთავარი კანდიდატი რაფა მარკესი იქნება - ბარსელონას კიდევ ერთი ექს-ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად სათავეში ბლაუგრანას მეორე გუნდს უდგას.
კომენტარები
11 საათის წინ
1 დღის წინ
11 საათის წინ