Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბილბაოს ატლეტიკთან შეხვედრაში ბარსელონამ სერიოზული დარტყმა მიიღო.
პირველი ტაიმის მიმდინარეობისას გუნდის ორმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა და პედრიმ ტრავმები მიიღეს და თამაში ვეღარ გააგრძელეს.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩავიმ კომენტარი გააკეთა:
"მათი ტრავმები კარგად არ გამოიყურება. სამწუხაროდ, დაზიანებები სერიოზული ჩანს."
"დამწუხრებულები ვართ, რადგან, ვფიქრობ, ისინი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებენ." - განაცხადა ბარსელონას მწვრთნელმა.
კატალონიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის ნაპოლისთან, რომელშიც სავარაუდოდ ზემოთ ნახსენები ვერცერთი მოთამაშე ვერ მიიღებს მონაწილეობას.
კომენტარები
2 დღის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ