Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს.
"ბარსელონას 30 ივნისს დავტოვებ. ისეთ სიტუაციამდე მივედით, საიდანაც უკან გზა აღარ არსებობს.
როგორც კულე, ვფიქრობ რომ წასვლის დროა. დღეს ხელმძღვანელობას ველაპარაკე და გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ.
ამ ეტაპზე, კლუბს დინამიკის ცვლილება სჭირდება. ამიტომ, წასვლა ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მთავარი პასუხისმგებლობა ჩემზეა, ამიტომ ფეხბურთელები ახლა თავისუფლებას იგრძნობენ.
სიტუაცია უფრო დამშვიდდება და ჩემპიონთა ლიგისთვის უფრო მშვიდად შევძლებთ ბრძოლას. როგორც მინიმუმ, ამ გადაწყვეტილებით თქვენ [პრესა] აღარ მომკლავთ ხოლმე.
ჩემი ეს გადაწყვეტილება გუნდს სასიკეთოდ წაადგება.
კლუბს 30 ივნისს დავტოვებ." - ციტირებს ჩავის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ტვიტერზე.
კომენტარები
1 დღის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ