Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, სუპერთასის ფინალში გასამართ ელ კლასიკოზე ისაუბრა.
„იმედია, ამ ფინალს ჩვენ მოვიგებთ. ფინალებს არ თამაშობენ, მათ იგებენ.
ჩვენ გვსურს კარგი კონკურენცია გავუწიოთ მეტოქეს, რომელიც გუშინდელ მატჩში ძალიან მომეწონა.
თუმცა, კლასიკოში ფავორიტები არ არსებობს. იმედია, ისეთივე ფინალი გამოვა, როგორიც შარშან.
სეზონის პირველ კლასიკოში ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ და მოედანზე ვდომინირებდით, მაგრამ დავმარცხდით. მგონია, რომ ახლაც შეგვიძლია დომინირება და თან გამარჯვების მოპოვებაც.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
რეალის და ბარსელონას ფინალური მატჩი 14 იანვარს 23:00 საათზე გაიმართება.
გასულ სეზონში სუპერთასის ფინალში გამართული კლასიკო ბარსელონამ 3:1 მოიგო.
კომენტარები
3 საათის წინ
3 საათის წინ
16 საათის წინ
16 საათის წინ