Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს.
მოთამაშის დამატება კატალონიურ კლუბსაც უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ იჯარის წესით თუ მოხდება, რადგან ბარსას საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
როგორც წყარო იუწყება, ნიდერლანდელს კონტრაქტის მიხედვით თავად შეუძლია ის კლუბი აირჩიოს, სადაც იჯარით განათხოვრდება.
ამჯერად სიმონსი ლაიფციგში თამაშობს, თუმცა ის პსჟ-ს საკუთრებაა და ზაფხულში პარიზში დაბრუნება მოუწევს. ჯერ არ არის ცნობილი პარი სენ-ჟერმენის პოზიცია, დაიტოვებენ თუ არა გუნდში 21 წლის ნახევარმცველს.
სიმონსი 2019 წლამდე ბარსელონას აკადემიაში ასპარეზობდა, შემდეგ კი პსჟ-ში გადავიდა.
კომენტარები
4 საათის წინ
13 საათის წინ
8 საათის წინ
4 საათის წინ