Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
25 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩავი ერნანდესმა ბარსელონაში 2025-მდე დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ გამოაცხადა.
როგორც Catalunya Radio წერს, ბარსელონაში ჩავის დარჩენის გადაწყვეტილებამ გაუგებრობა გამოიწვია.
დირექტორთა საბჭო მწვრთნელის წასვლას უჭერდა მხარს, მაშინ როდესაც კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მისი 2025-მდე დარჩენა გადაწყვიტა.
ამის გამო, უახლოეს დღეებში ბარსას ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრმა შესაძლოა თანამდებობაც კი დატოვოს.
თავის მხრივ, დარჩენაზე მოლაპარაკებების გამართვის დროს, ჩავიმ ითხოვა, რომ თუ კლუბმა მისი კონტრაქტის ამოწურვამდე გაშვება მოისურვა, მაშინ ხელფასი სრულად ექნებათ მისთვის გადასახდელი.
კომენტარები
1 დღის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ