Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის ცენტრფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა, გუნდთან ახლახანს ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც მისი გამოსასყიდი თანხა ჩაიწერა 120-130 მილიონი ევროს ოდენობით.
როგორც იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, ლონდონის ჩელსი მზადაა, ზაფხულში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და ნიგერიელი თავდამსხმელი თავისთან წაიყვანოს.
გუშინ ოსიმენმა განაცხადა, რომ ამ სეზონის ნაპოლისთან ერთად ჩამთავრებაზეა კონცენტრირებული, თუმცა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღო ოსიმენმა და სად აპირებს კარიერის გაგრძელებას, ფეხბურთელს ჯერ არ დაუკონკრეტებია.
კომენტარები
1 დღის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ
1 დღის წინ