4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-3 ტურში ლონდონის ჩელსიმ საკუთარ კედლებში კრისტალ პალასს ვერ აჯობა.
სტემფორდ ბრიჯზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში ნიკოლას ჯექსონმა 25-ე წუთზე გახსნა და ჩელსიმ ტაიმი მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ეზემ 54-ე წუთზე აღადგინა წონასწორობა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ჩელსიმ 3 მატჩის შემდეგ 4 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე იმყოფება, პალასისთვის კი ეს სასტარტო ორი მარცხის შემდეგ პირველი ქულა აღმოჩნდა და გუნდი მე-16 პოზიციას იკავებს.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრას სენტ-ჯეიმს პარკმა უმასპინძლა, სადაც ნიუკასლი ტოტენემს დაუხვდა და 2:1 მოუგო.
ანგარიში 37-ე წუთზე ჰარვი ბარნსმა გახსნა. 56-ზე დენ ბარნმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი კაჭკაჭების წამყვანმა ფორვარდმა, ალექსანდრ ისაკმა 78-ე წუთზე შეაგდო და ედი ჰაუს გუნდს შვიდი ქულის დაგროვების საშუალება მისცა.
ტოტენჰემს 3 მატჩში მხოლოდ 4 ქულა აქვს და გუნდი მე-10 პოზიციას იკავებს, ნიუკასლი კი 7 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები