Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის ენრიკეს აზრით, მის გუნდს ბარსელონაში წაგებული სიტუაციის (2:3) თავდაყირა დაყენება შეუძლია.
„აშკარაა, რომ წაგება არ გვინდოდა. კარგი მომენტები გვქონდა. საუცხოო გუნდს ვეთამაშეთ და მეორე ტაიმში დიდებულად ვაპრესინგებდით, მაგრამ ბარსამ თავი კარგად წარმოაჩინა და კვლავ გალიდერდა.
შემდეგი მატჩი უნდა აღვიქვათ როგორც ფინალი. გასაუმჯობესებელი ბევრი რამ გვაქვს. მეოთხედფინალებში ბევრი გოლი გავიდა, იმიტომ რომ ასეთ დონეზე ყველა გუნდი - ტოპ დონის არის. მესამე გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
ეჭვი არ მეპარება, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. მაგალითად, ჩემპიონატში გასვლაზე ჯერ არ წაგვიგია. ჩვეულებრივად მოვემზადებით და ბარსელონაში თავდაჯერებულები გავფრინდებით." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
საპასუხო დაპირისპირება 16 აპრილს, მონტჟუიკზე გაიმართება.
კომენტარები
2 დღის წინ
13 საათის წინ