4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რამდენიმე დღის წინ ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ ამ სეზონში ბარსელონას ძირითადი მეკარე ვოიცეხ შესნი იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, ამან გუნდის კიდევ ერთი გოლკიპერის, ინაკი პენიას უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ გარკვეული პერიოდი ძირითადი მეკარის სტატუსს ინარჩუნებდა.
საქმე ისე დაიძაბა, რომ პენიასა და ფლიკს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა, რის შემდეგაც გოლკიპერი გუნდიდან წასვლაზეც კი დაფიქრდა.
კატალონიური პრესა იუწყება, რომ ამ საუბრის შემდეგ, პენიასთვის სასტარტოში ადგილის დაბრუნება ორმაგად რთული გახდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები