სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ალაბამ, კარიერა შესაძლოა ვერასდროს განაახლოს.
როგორც იცით, 2023 წლის დეკემბერში ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და მოედანს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.
გამოცემა Onda Cero-ს ინფორმაციით, ალაბას, რომელმაც მინდორზე ვარჯიში ახლახანს განაახლა, ახალი პრობლემა აღმოაჩნდა.
როგორც ირკვევა, ოპერაციის შემდეგ, ავსტრიელს მუხლში ხრტილი დაუპატარავდა, რის გამოც დატვირთვის დროს ძვლები ერთმანეთს ედება და ფეხბურთელს ძლიერ ტკივილს აყენებს.
ამის გამო, რეალმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მცველის შეძენის საჭიროებაზე დაიწყო ფიქრი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები