სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანულ ვებ-გვერდ Transfermarkt-ზე ზურიკო დავითაშვილის საბაზრო ღირებულება გაიზარდა.
ქართველი შემტევი 8 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ზურიკოს ფასი ბოლო განახლების შემდეგ 3 მილიონით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში სენტ-ეტიენში გადასვლამდე მოთამაშე 3 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისმა საბაზრო ღირებულებამ ჯამში 5 მილიონით მოიმატა.
შეიცვალა გიორგი მიქაუტაძის ღირებულებაც. ლიონის თავდამსხმელის მონაცემი 20 მილიონიდან 18 მილიონ ევრომდე შემცირდა.
საქართველოს ნაკრების 4 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის სია ასე გამოიყურება.
ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ. ევრო
გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ. ევრო
გიორგი მიქაუტაძე - 18 მლნ. ევრო
ზურიკო დავითაშვილი - 8 მლნ. ევრო
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები