Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტუან გრიზმანმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა ატლეტიკოდან ბარსელონაში გადასვლა.
გრიზი კატალონიურ გუნდს 2019 წელს შეუერთდა, 2021-ში კი მადრიდში დაბრუნდა.
„წასვლა გადავწვყვიტე, იმიტომ რომ საკუთარ ფსიქოლოგიურ ზღვარს მივაღწიე და ყველას ვადანაშაულებდი იმაში, რომ ვერ ვთამაშობდი სათანადო დონეზე, საკუთარ თავში ვეძებდი მიზეზებს და ვთქვი, რომ უნდ აწავიდე, იმიტომ რომ ყოველთვის გვგონია, რომ იქ, სადაც ჩვენ არ ვართ, უკეთესია.
მინდოდა მეცადა და რამდენიმე თვეშივე მივხვდი, რომ არ ვარ ისეთივე ბედნიერი, როგორიც მადრიდში და ატლეტიკოში ვიყავი. დაბრუნება ვცადე. მახსოვს, მწვთნელს ვუთხარი, რომ დაბრუნება მინდა, როცა მან სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დამირეკა. ჩემს დას ვუთხარი: "გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია, რომ დავბრუნდე, დანარჩენს კი მე მივხედავ."
საკუთარ თავზეც ვბრაზდებოდი, მიწევდა მუშაობა და მოქმედება სრულ სიჩუმეში. დაბრუნების შემდეგ, ფერნანდო ტორესმა მითხრა, რომ აქ არაფერს მეტყვიან, თუ გოლებს ვერ გავიტან ან წარუმატებელი ვიქნები. ისინი პატივს იქამდე მცემენ, სანამ თავს არ დავზოგავ. გულშემატკივრები ხედავდნენ, რომ ყველაფერი გავიღე.
პირველ რიგში, მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. სიმეონეს, მიგელ ანხელ ხილს, სერესოს, ფიზიოთერაპევტებს, გულშემატკივრებს. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.
ბოლომდე დავიხარჯები, ბედნიერი და ამაყი ვარ აქ ყოფნით. შეცდომა დავუშვი, რომელიც შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ გავაკეთებ ყველაფერს, რომ თქვენი შვიდი ნომრით იამაყოთ." - აღნიშნა ფრანგმა.
კომენტარები
15 საათის წინ
19 საათის წინ
1 დღის წინ
2 საათის წინ