Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტი მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებას ნოტინგემთან შეეცდება.
ნოტინგემი - მანჩესტერ სიტი (19:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ნოტინგემს ახალი ტრავმირებული მოთამაშე არ ჰყავს, გუნდს ტაივო ავონი და ვილი ბოლი დააკლდება.
ერლინგ ჰალანდმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ სავარაუდოდ სიტის დაუბრუნდება.
გვარდიოლასგან როტაციაა მოსალოდნელი, მსგავსად შუა კვირისა, როცა მან სტოუნსი და დიაში დაასვენა.
ნოტინგემი
ნოტინგემ ფორესტმა პრემიერ ლიგაში ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 5 წაგება), თუმცა გუნდს სახლში ბოლო 3 მატჩია არ წაუგია.
პრემიერ ლიგის ბოლო 23 მატჩში გუნდმა ერთადერთხელ შეინახა კარი მშრალად.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ჩემპიონატში ბოლო 5-დან 3 მატჩი აქვს მოგებული მანჩესტერ სიტისთან, მან სახლში გვარდიოლასთან უკანასკნელი 4-დან მხოლოდ 1 შეხვედრა წააგო.
მორგან გიბს-უაითმა პრემიერ ლიგაში საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ნოტინგემის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ 19 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც რვით მეტია ნებისმიერი სხვა მოთამაშის შედეგზე (8 გოლი, 11 საგოლე გადაცემა).
კრის ვუდმა პრემიერ ლიგაში ნოტინგემის მაისურით პირველი გოლი სწორედ მანჩესტერ სიტის გაუტანა, მან სახლში ჩატარებული ბოლო 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მანჩესტერ სიტი
სიტი მე-3 ინგლისური გუნდია უმაღლეს დივიზიონში, რომელმაც ყველა ტურნირზე ზედიზედ 30 მატჩი არ წააგო (24 მოგება, 6 ფრე), ნოტინგემი - 40 მატჩი 1978 წელს და მანჩესტერ იუნაიტედი 2-ჯერ (34 მატჩი 1993-94 წლებში, 33 მატჩი 1998-99 წლებში)
სიტი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგის ორ სეზონში ზედიზედ 4 შეხვედრაში შეძლო მინიმუმ 4 გოლის გატანა.
პეპ გვარდიოლა ხდება მე-19 მწვრთნელი, რომელიც პრემიერ ლიგაში 300 მატჩში გაწვრთნის გუნდს, ხოლო მე-5, რომელიც ერთ კლუბში გააკეთებს ამას. ბოლო 7-დან 6-მა სპეციალისტმა თავისი მე-300 შეხვედრა წააგო, გამონაკლისი იურგენ კლოპი იყო.
ფილ ფოდენი ბრაიტონთან დუბლით გახდა მე-3 მოთამაშე, რომელმაც გვარდიოლას თავკაცობით 23 წლამდე 50 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, აქამდე ეს ლეო მესიმ და ერლინგ ჰალანდმა შეძლეს.
კევინ დე ბრუინის ბრაიტონთან გოლი 68-ე იყო მის პრემიერლიგურ კარიერაში, თუმცა პირველი თავით გატანილი.
ხულიან ალვარესს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (17 გოლი, 13 საგოლე გადაცემა). მან უკვე გაიმეორა წინა სეზონის გოლების შედეგი.
ურთიერთშეხვედრები
ნოტინგემს ჩემპიონატში საკუთარ კედლებში ბოლო 16-დან მხოლოდ 3 აქვს წაგებული სიტისთან (10 მოგება, 3 ფრე).
სიტის შეუძლია პირველად მოუგოს ორივე თამაში ნოტინგემს 2000 წლის შემდეგ, როცა გუნდები ჩემპიონშიფში შეხვდნენ ერთმანეთს. უმაღლეს დივიზიონში კი ეს 1991 წლის შემდეგ არ მომხდარა.
სავარაუდო შემადგენლობები
ნოტინგემი (4-2-3-1) - სელსი; უილიამსი, ომობამიდელე, მურილიო, აინა; დნაილო, იეტსი; ელანგა, გიბს-უაითი, ჰადსონ ოდოი; ვუდი.
სიტი (3-4-2-1) - ედერსონი; უოკერი, დიაში, გვარდიოლი; დოკუ, როდრი, აკანჯი, გრილიში; სილვა, დე ბრუინი; ალვარესი.
მატჩის მთავარი არბიტრი საიმონ ჰუპერი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის ამ სეზონში 22 შეხვედრაში მოთამაშეებს 104 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 2 პენალტი დანიშნა.
სატურნირო ცხრილში მანჩესტერ სიტი 76 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, ნოტინგემი კი 26 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
კომენტარები
4 საათის წინ
15 საათის წინ
1 დღის წინ