Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ლუჩანო სპალეტის წასვლის ნება დართო.
„ნაპოლი მინაჩნია ოჯახად, ამიტომ სკუდეტოს მოგების შემდეგ, ეჭვების კულტურა დიდ ტკივილს მაყენებს. ბრალი საკუთარ თავზე ავიღე, იმიტომ რომ სპალეტისთან, ისევე როგორც ბენიტესთან, კარგი კონტრაქტი მე გავაფორმე. ეს ხელშეკრულება ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, რის შესახებაც, მწვრთნელისთვის კი მაისის ბოლოსკენ, წერილობით უნდა შემეტყობინებინა.
მარტიდან, გუნდს ჩავარდნა ჰქონდა. მაშინ მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია იყო, რომელსაც მარტიდან ნოემბრამდე გოლი ვერ გაჰქონდა. ვარსკვლავის ასეთი ვარდნა ყოველთვის პრობლემებს ქმნის. მაშინ ჩემპიონატში დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით ძალიან ვიყავი იმედგაცრუებული, იმიტომ რომ მეგონა, რომ მასაც მოვიგებდით.
33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოგება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაც რომ მოგვეგო, ეს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას გაგვინაღდებდა, რაც დამატებით 100 მილიონიან ინვესტიციებს მოიტანდა.
დაჯილდოვების ცერემონიაზე ვთქვი, რომ სპალეტი ჩვენთან რჩებოდა. 21 აპრილს მას ოფიციალურად, წერილობით გავუგზავნე ინფორმაცია კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.
ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, რომ 12 მაისის ვახშამზე ის კარიერაში პაუზის აღების სურვილს გამომითქვამდა. ჩემი შეცდომა იყო, რომ მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. ეს იმ მადლიერების გამო გავაკეთე, რომ მან 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოგვაგებინა.“ - აღნიშნა დე ლაურენტისმა.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ