Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის პრეზიდენტის აზრით, ფეხბურთი ავადაა.
„ფეხბურთი ავად არის. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ საფეხბურთო ეკონომიკა არის ცუდ დღეში. იმიტომ, რომ ლიგებს და კლუბებს ფინანსური თვალსაზრისით კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. შედეგად, არასაკმარისად პროდუქტიულ ჩემპიონატებს ვიღებთ.
მესმის, როცა მაგალითად უეფას პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის 2.4 მილიარდი ევრო გამოიყოფა, ევროპა ლიგისთვის - 500 მილიონზე მეტი, კონფერენც ლიგისთვის კი - 238 მილიონი ევრო. მაგრამ, თუ ყველა გუნდი ვალებშია, ესეიგი ფული საკმარისი არ არის.
ეს არარაციონალური ფეხბურთია. გარდა ამისა, ჩვენ ამდენ ტურნირზე გვიწევს მონაწილეობის მიღება. ამიტომ, როდესაც ასე ხდება, თითქოს ვნებდებით და საბოლოოდ, ეს პუბლიკასაც ნაკლებად იზიდავს." - აღნიშნა ნეაპოლური გუნდის მეთაურმა.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ