Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის პრეზიდენტმა, აუდელიო დე ლაურენტისმა გუნდიდან რუდი გარსიას გაშვების დეტალებზე ისაუბრა.
„პრობლემა ჩემში რომ იყოს, უკვე გადავდგებოდი. ცუდი ხასიათი არ მაქვს, ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ საყვარელი ადამიანი ვარ.
რატომ გავუშვი რუდი გარსია? იმიტომ, რომ თავის ბოლო მატჩში, ემპოლისთან, მას ვუთხარი, რომ ბევრ შეცდომას უშვებდა, მან კი მიპასუხა: „მაცადე იმის კეთება, რაც ჩემი საქმეა.“
როცა ვინმე ასე გპასუხობს, მას ან უმალვე უშვებ გუნდიდან, ან უნდა გაჩუმდე.
შესვენებაზე, გასახდელში ჩავედი და ვუთხარი: „რა ჯანდაბას აკეთებ? გინდა რომ გაგიშვა?“ ბოლოს ეგრეც მოვიქეცი. როგორც კი მატჩი დასრულდა, ვუთხარი, რომ წაეთრეს.“
ჟურნალისტი: სპალეტიმ გუნდი თქვენთან ცუდი ურთიერთობის გამო დატოვა და ამბობენ, რომ ტიაგო მოტას უარიც სწორედ ამას უკავშირდება.
პრესაში ამაზე დაწერილი რევიუ არ წამიკითხავს. ტიაგო მოტა ნაპოლის მწვრთნელობის კანდიდატებს შორის იყო, თუმცა მას გასულ წელს რომში ექვსი საათი ველაპარაკებოდი და მითხრა, რომ იტალიის ფარგლებს გარეთ ისურვებდა კონკრეტული გუნდების გაწვრთნას.
ჟურნალისტი: პსჟ-ს?
აჰა, ეს თქვენ თვითონ თქვით. ლუის ენრიკეს ადვოკატს სამი დღე ველაპარაკებოდი, თუმცა ბოლოს მან არჩევანი პსჟ-ზე შეაჩერა. არის უფრო მიმზიდველი გუნდები და სხვას რომ ამჯობინებენ, არ ვბრაზდები.
მაგალითად, დრაგუშინს ტოტენჰემზე მეტი ფული შევთავაზე, თუმცა მან პრემიერ ლიგა ბაიერნსაც კი ამჯობინა. ამას ვერაფერს დაუპირისპირებ.
კომენტარები
4 დღის წინ
3 დღის წინ