-
Aa
+
ფონტის ზომა
მატაის დე ლიხტმა მანჩესტერ იუნაიტედიდან ერიკ ტენ ჰაგის წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"ტენ ჰაგი არც ისე იღბლიანი იყო. ჩვენ ბევრ მატჩში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ შანსები, რომელიც მოგვეცა. ცუდია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. იუნაიტედში მან მომიყვანა და მიზანი იყო, რომ წარმატებისთვის ერიკთან ერთად მიმეღწია.
მანჩესტერი კვლავ ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. მე უბრალოდ ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და კარგად ვითამაშო. თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და ყველაფერი კარგადაა, იუნაიტედში მხოლოდ ტენ ჰაგის გამო არ გადავსულვარ". - უთხრა ნიდერლანდელმა Telegraaf-ს.
დე ლიხტი წითელ ეშმაკებს გასულ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნიდან შეუერთდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები