Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომამ დანიელე დე როსის სადებიუტო მატჩში გამარჯვება მოიპოვა.
სტადიო ოლიმპიკოზე გამართულ შეხვედრაში დედაქალაქურმა კლუბმა ვერონას უმასპინძლა და 2:1 მოუგო.
სტეფან ელ შაარავიმ მე-19 წუთზე ჯერ ლუკაკუს გაატანინა, შემდეგ კი 25-ზე ლორენცო პელეგრინის.
მეორე ნახევარში სტუმრებმა რამდენიმე შანსი მიიღეს - 64-ე წუთზე ჯურიჩმა პენალტი გააცუდა, 76-ზე კი ფოლორუნშომ ერთი ბურთი გაქვითა და ვერონა თამაშში დააბრუნა.
თუმცა, დარჩენილ დროში რომამ უპირატესობა შეინარჩუნა და დე როსის სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეძლო.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ