Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უსმან დემბელემ აღიარა, რომ ბარსელონაში იტანჯებოდა.
2017 წელს ფრანგი ბარსაში დორტმუნდიდან 105 მილიონ ევროდ გადავიდა, გასულ ზაფხულს კი პსჟ-ს 50 მილიონად მიაშურა, საიდანაც მხოლოდ 25 ერგო კლუბს.
„ბარსაში 20 წლის ასაკში მოვედი, როცა პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ წელიწადნახევარი მქონდა გატარებული და ჯერ კიდე ვსწავლობდი. ამ კლუბში ბევრი გაკვეთილი მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე როგორც ადამიანურ, ისე პროფესიონალურ დონეზე.
მართალია, რომ ბარსელონაში ძალიან ვიტანჯებოდი და ვაღიარებ, რომ უმძიმესი პერიოდები მაქვს გადავლილი. თუმცა, წლებთან ერთად ყველაფერი უმჯობესდებოდა, რაც ნორმალური ევოლუციაა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელმაც წლებთან ერთად ბევრი რამ შეცვალა.
მეორე წლის ბოლოს ფიზმომზადების პირადი მწვრთნელი ავიყვანე, მისმა მოსვლამ ბევრი რამ შემიცვალა ცხოვრებაშიც და მოედანზეც. ვარჯიშებზეც და დასვენების დღეებშიც დამატებითად ვმუშაობდით. ის ძალიან დამეხმარა და ახლა, პსჟ-შიც აქ მყავს. ტრავმების არიდებაზე ბევრს ვმუშაობთ, მათ შორის დარბაზშიც." - აღნიშნა დემბლემ.
კომენტარები
17 საათის წინ
3 საათის წინ
3 საათის წინ