ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალფონსო დევისის ტრანსფერი მადრიდის რეალში ამ ზაფხულს სულ უფრო და უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.
Relevo-ს ინფორმაციით, აქამდე კანადელის ტრანსფერი მადრიდული კლუბისთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა იმის გამო, რომ ნაჩომ წასვლა გადაწყვიტა, დავიდ ალაბას კი მძიმე ტრავმა აქვს, რეალმა პრიორიტეტად ცენტრალური მცველის შეძენა დაისახა და მთავარი სამიზნე ამ ეტაპზე ლილის ფრანგი მცველი, ლენი იოროა.
თავის მხრივ, კანადელის საჭიროებას კითხვები კიდევ უფრო მეტად გაუჩინა ფერლან მენდის ფორმამ, რომელმაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები უკან მოიტოვა და ამ სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ატარებს.
მიუხედავად ამისა, რეალში კანადელის დონეს ეჭვქვეშ არ აყენებენ და მის ტრანსფერს ამ ეტაპზე არ გამორიცხავენ. უბრალოდ, ახლა ის გაცილებით ნაკლებად არის სავარაუდო, ვიდრე რამდენიმე კვირის, თუ თვის წინ იყო.
ამ ეტაპზე რეალს ბევრად ურჩევნია, დევისმა ბაიერნში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს, კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს და რეალს 2025-ს ზაფხულში სრულიად უფასოდ შეუერთდეს.
კომენტარები
5 საათის წინ
5 საათის წინ
5 საათის წინ
10 საათის წინ