Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანხელ დი მარიამ თანამემამულეს, ალეხანდრო გარნაჩოს გოლების კრიშტიანუს კი არა, მესის სტილში აღნიშვნა ურჩია.
„ერთადერთი, რასაც მე მის ადგილას არ გავაკეთებდი - რონალდუს სტილში არ აღვნიშნავდი გოლებს (იღიმის). გოლს გავიტანდი და მესისნაირად აღვნიშნავდი, მე უფრო ამის მომხრე ვარ. ნაკრებში მას ამაზე ყველაზე მეტად როდრიგო დე პოლი ელაპარაკება და ეხუმრება, რაც ნორმალურიც არის.
გარნაჩო ძალიან სწრაფი ფეხურთელია, მას არაჩვეულებრივი შესაძლებლობები აქვს. სულ მალე ის გამოცდილებას დააგროვებს და ნაკრებსაც გამოადგება, სადაც ასევე ბევრის სწავლა და პროგრესირება შეეძლება.
როცა ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა თამაშში 30 მომენტი შემექმნა. ასაკთან ერთად კი ხვდები, რომ ათი უფრო ხარისხიანი მომენტი ბევრად უფრო ფასობს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, დიდი მომავალი აქვს და იმედია, ყველაფერს გაუმკლავდება.“ - აღნიშნა დი მარიამ.
კომენტარები
15 დღის წინ
15 დღის წინ