Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის საყრდენი ნახევარმცველი, ორელიან ჩუამენი დაზიანებულია.
როგორც მადრიდული პრესა წერს, ფრანგი ფეხბურთელი დიდი ხანია დისკომფორტით თამაშობს, მაგრამ რადგან კარლო ანჩელოტისთვის მოედანზე მისი ყოფნა აუცილებელია, ის მზად იყო ტკივილგამაყუჩებლევით ეთამაშა.
გუშინ ბაიერნთან მატჩის მე-60 წუთისთვის ჩუამენიმ ფეხის ძლიერი ტკივილი იგრძნო და შეცვლა ითხოვა, რის გამოც მოედანზე ედუარდო კამავინგა გამოვიდა.
The Athletic წერს, რომ ამჟამად, რეალი ჩუამენის ლიგის ფინალში მონაწილეობის შანსებს მაქსიმუმ 20-30%-ით აფასებს.
ფეხბურთელს სრული რეაბილიტაციისთვის 3/4 კვირა დასჭირდება და თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, დიდი ალბათობით ის ლიგის ფინალს გამოტოვებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი რეალი - დორტმუნდი ლონდონში, სტადიონ უემბლიზე 1 ივნისს გაიმართება.
კომენტარები
2 დღის წინ
1 საათის წინ
1 დღის წინ
15 საათის წინ