Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მორიგი 1/4-ფინალის პირველ მატჩში ბარსელონამ სტუმრად პსჟ დაამარცხა.
შეხვედრა პარკ დე პრენსზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველი გოლი 37-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა და ბარსასთვის ტაიმი მოიგო.
შესვენებაზე ლუის ენრიკემ ცვლილებას მიმართა - ასენსიოს ნაცვლად ბრედლი ბარკოლა გამოიყვანა მოედანზე, რამაც პარიზელთა თამაშზე დადებითი გავლენა იქონია და მასპინძლებმა 3 წუთში ორი გოლი გაიტანეს - 48-ე წუთზე ჯერ უსმან დემბელემ გაუტანა ყოფილ გუნდს, 51-ზე კი ვიტინიამ პსჟ უკვე წინ გაიყვანა.
თუმცა, პარიზელთა უპირატესობა მხოლოდ 11 წუთს გაგრძელდა - 62-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წამის გამოსულმა პედრიმ რაფინიას ულამაზესი პასი დაუხატა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ჩავიმ კიდევ ერთი ცვლილება გამოიცნო - 75-ე წუთზე ფრენკი დე იონგის ნაცვლად ანდრეას კრისტენსენი გამოიყვანა, რომელმაც 2 წუთში კუთხურიდან შეაგდო და ბარსას საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა გაუნაღდა.
მეორე მატჩი კატალონიაში, სტადიონ მონტჟუიკზე 16 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები
4 საათის წინ
4 საათის წინ
17 საათის წინ