Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომან დოლიძემ ნასურდინ იმავოვთან ბრძოლის წინ პრესასთან ისაუბრა.
"სატიტულო ბრძოლა? თუ გახსოვთ როგორ მიიღო შონმა (სტრიკლენდი) სატიტულო ბრძოლა, ის ეჩხუბა ნასურდინს, შემდეგ ვიღაცას ტოპ 15-ის გარეთ და სატიტულო შანსი მიიღო. ამიტომ არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება და ასეთი საუბრები. რაც იქნება, იქნება. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სულ ესაა."
"ამ ორგანიზაციაში რეიტინგი არაფერს ნიშნავს. შეხედეთ ხამზატს (ჩიმაევი). რატომ არის ის ტოპ 15-ში? ვის ეჩხუბა ის? რატომ არის მისი იქ ყოფნა საჭირო? ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რეიტინგი რამეზე მეტყველებდეს. არის ორგანიზაცია UFC და ის წყვეტს რისი ნახვა სურს, რომელი ბრძოლები გაიყიდება მეტად და ნაკლებად და შესაძლოა ეს უფრო მნიშვნელოვანია."
დოლიძეს არ სურს, რომ იმავოვთან ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. ის ამ დაპირისპირებას დიდ ბრძოლად მიიჩნევს, მაგრამ მოლოდინების გაზრდა არ სურს.
"რა გინდათ, რომ ვთქვა? ხმამაღალი სიტყვები რომ ეს N1 საკანდიდატო ბრძოლაა? არა, მე არ ვარ ასეთი. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ვინმე ვინც ასე საუბარს დაიწყებს. ეს კარგი და საინტერესო ბრძოლა იქნება. ვფიქრობ. ამის შემდეგ ოპონენტი ტოპ 5-დან უნდა მივიღოთ, რასაც ნამდვილად ვიმსახურებთ. ვნახოთ, რა მოხდება. რა იქნება, არავინ იცის."
დოლიძეს მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას ბრძოლების შესახებაც ჰკითხეს.
"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წელია, თუმცა ყოველი წელი ასეთია. საქართველო პატარა ქვეყანაა 3.5-მილიონიანი მოსახლეობით. ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს, ჩვენ კი მაგალითები ვართ, რომ ასეთი ქვეყნიდანაც შეუძლია ადამიანს დიდი მიზნების მიღწევა. UFC-ში 5 ქართველი ვართ და აქედან 4 ტოპ 10-ში ვართ, თუმცა ათეულში ყოფნას გურამიც იმსახურებს, ის კარგი მებრძოლია. დარწმუნებული ვარ, რომ თებერვლის თვე ჩვენს ქვეყანას ბედნიერებას მოუტანს და იმედი მაქვს, რომ ქვეყანას ახალი ჩემპიონი ეყოლება."
"ილია ჩემპიონობას იმსახურებს, ის დიდებული მებრძოლია, კარგი სტრაიკინგითა და ჭიდაობით. ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ თოფურია მოიგებს. არ დავივიწყოთ მერაბიც, რომელიც ჩემპიონობას დიდი ხნის წინ იმსახურებდა და იმედია, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ის სატიტულო შანსს მიიღებს."
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე 4 თებერვალს UFC-ის საბრძოლო ღამეს მთავარ ბრძოლაში ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება.
კომენტარები
10 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ