Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა დონჩიჩი NBA-ს პლეიოფებში 1000-ქულიან ნიშნულს გადასცდა.
სლოვენიელს ამ შედეგისთვის 32 მატჩი დასჭირდა, რაც მე-3 ყველაზე სწრაფი შედეგია ისტორიაში.
მაიკლ ჯორდანმა 1000 ქულას 28 თამაშში მიაღწია, უილტ ჩემბერლენმა კი 29-ში. დონჩიჩის მსგავსად 32 მატჩი დასჭირდა ამ მიღწევისთვის ელჯინ ბეილორსაც.
ლუკამ ლოს ანჯელეს კლიპერსთან მე-4 შეხვედრაში სამმაგი დუბლი მიითვალა (29 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა), თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კლიპერსმა 111-116 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2-2).
გუნდებს შორის მე-5 თამაში 2 მაისს (06:00) გაიმართება.
კომენტარები
11 საათის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ