Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/2 ფინალურ წყვილში განმეორებითი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს შორის გაიმართება.
რეალი - ბაიერნი (23:00) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
გუნდებს შორის პირველი მატჩი ალიანს არენაზე 2-2 დასრულდა.
გასულ კვირას მადრიდის რეალმა კადისი 3-0 დაამარცხა, ბარსელონამ ჟირონასთან წააგო და შესაბამისად სამეფო კლუბი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ეს რეალისთვის 36-ე ლა ლიგაა. ასე რომ მადრიდელები ბაიერნთან გადამწყვეტ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან.
თავის მხრივ ბუნდესლიგაში, სადაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მიუნხენელები შტუტგარტთან 3-1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი ტუხელის გუნდიდან ჰარი კეინმა გაიტანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდირობისთვის იბრძვის. ინგლისელ თავდამსხმელს კილიან მბაპეს მსგავსად 8 გოლი აქვს, თუმცა ფრანგი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა, შესაბამისად კეინს შანსი აქვს, რომ ბომბარდირი ერთპიროვნულად გახდეს.
რეალში კი გოლების საქმე უფრო თანაბრადაა გადანაწილებული: ვინისიუს ჟუნიორს და როდრიგოს 5-5 გოლი აქვთ, ჯუდ ბელინგემს კი - 4.
ვინიმ ალიანს არენაზე დუბლი შეასრულა, მასპინძელთა მხრიდან კი თავი ლეროი სანემ და ჰარი კეინმა გამოიჩინეს.
გუნდებმა უკვე იციან თუ ვინ იქნება მათი მეტოქე ფინალში გასვლის შემთხვევაში. დორტმუნდის ბორუსიამ პსჟ დაამარცხა და 11 წლის შემდეგ კვლავ უემბლიზე ითამაშებს ფინალს. არსებობს შანსი, რომ სწორედ 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი განმეორდეს და გერმანული კლასიკა ვიხილოთ, ამისთვის ხელის შეშლას კი კარლო ანჩელოტი და მადრიდის რეალი შეეცდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი - ლუნინი; კარვახალი, რუდიგერი, ჩუამენი, მენდი; ვალვერდე, კროოსი, კამავინგა, ბელინგემი; ვინისიუსი, როდრიგო.
ბაიერნი - ნოიერი; კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, მაზრაუი; გორეცკა, ლაიმერი; სანე, მიულერი, მუსიალა; კეინი.
მატჩის მთავარი არბიტრი შიმონ მარცინიაკი იქნება, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს საქართველოსა და საბერძნეთის გადამწყვეტი შეხვედრიდან. პოლონელმა არბიტრმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 24 ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
კომენტარები
11 საათის წინ
8 საათის წინ
1 საათის წინ
5 საათის წინ