Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელ შონ ო'მალისთან შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.
„მისი ბრძოლა ჩიტო ვერას წინააღმდეგ იყო, ახლა კი აუცილებლად ჩემს წინააღმდეგ უნდა იჩხუბოს.
როგორ დავამარცხებ ო'მალის? ოქტაგონზე გავალ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. რა თქმა უნდა, გამარჯვებაზე ვიქნები კონცენტრირებული და ყველაფრისთვის მზად ვარ.
ყველაფერში ვუმჯობესდები, დარტყმებშიც, გრემპლინგშიც, ჯიუ-ჯითსუშიც. ბევრს ვშრომობ და ვნახოთ. არ გამიკვირდება, რომ ის დავანოკაუტო კიდეც, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა გამაჩნია. ვვარჯიშობ, უკეთესი ვხდები და ვიცი, რომ ო'მალის დაგდება შემიძლია, მჯერა ამის.
ის ფეხებით ძალიან კარგად მუშაობს. მას როგორც კარგ გამოწვევას ვუყურებ, ის ჩემთვის სახიფათო ოპონენტია. როგორც მებრძოლის, მის მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია, თუმცა ეს არის MMA და ყველას ყველასთან გვიწევს დაპირისპირება.
დივიზიონის ორი საუკეთესო მებრძოლი ვართ. ის ჩემპიონია, მოქმედი ნომერ 1, მე კი 10-ბრძოლიანი გამარჯვებების სერია მაქვს. ამიტომ, მოდი საუკეთესო გავარკვიოთ. მივცეთ ხალხს ის, რაც მათ უნდათ." - ციტირებს დვალიშვილის სიტყვებს MMAFighting.
კომენტარები
3 დღის წინ
9 დღის წინ
4 დღის წინ
3 დღის წინ