Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 298-ის შემდეგ დივიზიონებისა და საერთო რეიტინგები განახლდა.
ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ამიერიდან სამიზნეში მხოლოდ ჩემპიონი შონ ო'მალია, რომელიც მალე ჩიტო ვერას დაუპირისპირდება. UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის თქმით კი შემდეგი სატიტულო შანსს სწორედ ქართველი მებრძოლი მიიღებს.
ქვემსუბუქი წონის ახალმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ კი მებრძოლების საერთო (P4P) რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და მასზე წინ მხოლოდ სხვა წონების ჩემპიონები ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, ლეონ ედვარდსი და ალექს პერეირა არიან.
რაც შეეხებათ სხვა ქართველ მებრძოლებს, გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, რომან დოლიძე კი საშუალო წონაში - მე-10-ზე.
ფოტოების ავტორი: ლაშა კუპრაშვილი
კომენტარები
10 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ