3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ უმარ ნურმაგომედოვთან დეკემბერში ბრძოლის ჩატარებაზე უარი თქვა.
15 სექტემბერს ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ს ისტორიაში მეორე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„UFC უმართან დეკემბერში ჩხუბს მთავაზობდა, მაგრამ ვუპასუხე, რომ მე თებერვალში ან მარტში მირჩევნია. სულ ეს იყო, მეტი არაფერი არ ვიცი.
იანვარში ჩხუბს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ამ დროს ახალი წელი და შობაა, ამიტომ მეტი დრო დამჭირდება.
თებერვალი ან მარტი სავსებით მაწყობს." - აღნიშნა ქართველმა ჩემპიონმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები