Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალესიო ძერბინი 6-თვიანი იჯარის წესით ნაპოლიდან მონცაში გადავიდა.
კლუბებმა ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურეს. მოთამაშის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ იქნება, ამიტომ ის ზაფხულში ნეაპოლში დაბრუნდება.
ძერბინმა ბოლო 2 სეზონი ნაპოლის ძირითად გუნდში გაატარა, მანამდე კი იჯარის წესით ქვედა დივიზიონის სხვადასხვა გუნდში იმყოფებოდა.
პარტენოპეის საჩემპიონო სეზონში იტალიელმა სერია ა-ში 10 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე გათამაშებაში კი 7. 24 წლის შემტევმა იტალიის სუპერ თასის 1/2 ფინალში ფიორენტინასთან დუბლიც შეასრულა.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ